რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დავას მონიტორინგს გაუწევენ არასამთავრობო ორგანიზაცები. სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ მიმდინარე პროცესი ნაკლებად გავს კერძო მესაკუთრეებს შორის დავას და მის უკან პოლიტიკურ სარჩულს ხედავენ.
"აშკარაა, რომ ეს პოლიტიკური პროცესის ნაწილია, მით უფრო, რომ ახლოვდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები და გასათვალისწინებელია ის განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან რუსთავი 2-ის წინააღმდეგ," - აცხადებს "მედიის განვითარების ფონდის" გამგეობის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი.
არასამთავრობოთა თქმით, მედიის ფუნქციონირებას და სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ექმნება. არასამთავრობო ორგანიაციები სასამართლო სისტემას ურჩევენ, რომ პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.
"რაც არ უნდა სამართლებრივ სიბრტყეში ვისაუბროთ ამ საკითხის გარშემო, მაინც ვერ ავცდებით ამ თემის პოლიტიზირებას და იმას, რომ ამ პროცესს ექნება პოლოტიკური ეფექტი, რუსთავი 2 რეალურად არის ყველაზე რეიტინგული არხი, რომელიც არის კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლების მიმართ და მისი სარედაქციო პოლიტიკის მიმართ ხელისუფლებას არაერთხელ ქონია პრეტენზიები,“ - განმარტავს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია.