20 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
"დღეს გაირკვევა შეასრულებს თუ არა სასამართლო ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას" - სერგო რატიანი

ხელისუფლების შეკვეთად მიიჩნევენ რუსთავი2-ის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი ალექსი პეტრიაშვილი დარწმუნებულია, რომ ეს არ არის მხოლოდ კერძო მესაკუთრეთა შორის დავა.

"ვერაფრით დავეთანხმები ხელისუფლების მიდგომას, რომ ეს არის კერძო პირებს შორის დავა, ეს არის ხელისუფლების მიერ კარგად მომზადებული და დალაგებული გეგმა, რათა აღარ იყოს კრიტიკული ხმა ჩვენს ქვეყანაში," - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.  

ანალოგიურად ფიქრობენ ნაციონალურ მოძრაობაშიც და უშუალო შემკვეთსაც ასახელებენ.

"დღეს გაირკვევა შეასრულებს თუ არა სასამართლო ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას და მოხდება თუ არა ამ რეპრესიული მანქანის ჩართვა და ღონისძიებების გატარება რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. საფრთხის ქვეშ დგას სიტყვის თავისუფლება და დემოკრატიის განვითარება," - განმარტავს სერგო რატიანი.   

 
დღის ამბები