20 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
ქიბარ ხალვაშის ადვოკატები საქმის გამჭვირვალედ წარმართვის პირობას დებენ

წარმოებაში მიღებულ საქმესთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ. წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  სასამართლოს მიერ დადებული ყადაღა ტელეკომპანიას ფუნქციონირებაში ხელს უშლის.

ასევე, ბიზნესმენის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმის გამჭვირვალედ წარმართვა მათ ინტერესებშიც შედის და მზად არიან სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობისთვის. მოსარჩელე მხარე მიმართავს პოლიტიკურ ძალებსაც, თავი შეიკავონ საქმის პოლიტიზირებისგან.

რაც შეეხება საქმის დასაბუთებას, ადვოკატ პაატა სალიას განცხადებით, დამატებითი მტკიცებულებების გასაჯაროებას მოსარჩელე პროცესზე გეგმავს.

 
დღის ამბები