რუსთავი 2-თან სამართლებრივი დავა დაიწყო. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ წარმოებაში მიიღო ქიბარ ხალვაშის სარჩელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსამართლემ რუსთავი 2-ის მფლობელთა წილები და ქონება კონკრეტული მტკიცებულებების და საბუთების გარეშე დააყადაღა.
რუსთავი 2-ის იურისტები აცხადებენ, რომ მოსარჩელეთა ვერსიის განსამტკიცებლად ბიზნესწილის იძულებით დათმობასთან დაკავშირებით საქმეში კონკრეტული მტკიცებულებები არ დევს.
სარჩელიდან ასევე ირკვევა, რომ ქიბარ ხალვაშს წილების გარდა პრეტენზია აქვს არხის ლოგოზე, საერთაშორისო პროექტების ავტორობაზე და კომპენსაციის სახით ნახევარ მილიონს ითხოვს.
არასამათავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული მონიტორინგით მათ პირველადი შედეგებით დაასკვნეს, რომ მოსამართლემ დაუსაბუთებელი განჩინება მიიღო.
რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობა დადებულ ყადაღას 12 აგვისტომდე გაასაჩივრებს.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.