პოლიტიკური პროცესი თუ დავა მეწილეებს შორის-ქართული ოცნება და ოპოზიცია რუსთავი 2–ის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის სხვადასხვა მიზეზებზე საუბრობენ. ხელისუფლების მტკიცებით მიმდინარე პროცესი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან კავშირში არაა და ქიბარ ხალვაშის სარჩელი მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის მცდელობაა.
ოპოზიციაში მედიაზე ზეწოლას გააქტიურებულ წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ 2016 წელს დაგეგმილი არჩევნებისთვის ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე ობიექტური ინფორმაციის გავრცელება მთავრობის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით შეფასებები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც გააკეთეს. მინისტრების ნაწილი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, საკითხის დეპოლიტიზებაზე საუბრობს.
ავტორი: ანა წერეთელი.