რუსთავი 2–ის წინააღმდეგ დაწყებულ დავას, ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში საგანგებო განცხადებით ეხმაურება. დუნია მიატოვიჩი, თავის მიმართვაში ყადაღის ნეგატიურ გავლენაზე საუბრობს და სასამართლო გადაწყვეტილებას "არათანაზომიერს და გადამეტებულს" უწოდებს.
საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა, რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ ქართული არასამათავრობო ორგანიზაციები და სასამართლო გადაწყვეტილების ხარვეზებზე მიუთითებენ. საგანგებო განცხადება 8 არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით გავრცელდა. მიმართვის ავტორები, პოლიტიკურ ძალებს სასამართლოზე ზეწოლისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
რუსთავი 2 მოსამართლე ურთმელიძის განჩინებას ხვალ გაასაჩივრებს.
ავტორი: თამარ ბაღაშვილი.