20 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
ქიბარ ხალვაშის მიერ შეტანილ სარჩელში რუსთავი 2-ის საბანკო ანგარიშების დაყადაღების მოთხოვნაც იყო

ქიბარ ხალვაშის მიერ შეტანილ სარჩელში რუსთავი 2-ის საბანკო ანგარიშების დაყადაღების მოთხოვნაც იყო. ეს ინფორმაცია კურიერს ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ დაუდასტურა, თუმცა იქვე განმარტა, რომ ადგილი ჰქონდა ორ ადვოკატს შორის არსებულ ცუდ კომუნიკაციას, შეტანილი სარჩელი ერთ საათში ჩასწორდა და საბანკო ანგარიშების დაყადაღების მოთხოვნა ამოღებულ იქნა.

„მინდა რომ პროცესები წარიმართოს მაქსიმალურად ღიად, გამჭირვალედ, მოვითხოვთ ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების და მათ შორის ეუთო-ს წარმომადგენლობის, რომლებმაც გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია - თითქოს ჩვენ საბანკო ანგარიშების ყადაღა მოვითხოვეთ და სასამართლომ უარი გვითხრა. საბანკო ანგარიშებზე ყადაღა ჩვენ არ მოგვითხოვია. იყო გარკვეული მოსაზრება თავდაპირველად, არსებობდა საფრთხე იმისა, რომ თუ მოიხსნება ყადაღა მოხდება ამ ქონების სხვაზე გადაფორმება და ასევე შეიძლებოდა მომხდარიყო ანგარიშზე მყოფი ფულადი სახსრების გადარიცხვა სხვა ანგარიშებზე, თუმცა შევცვალეთ დაახლოებით ერთ საათში. მოხდა ასეთი ფორმულირებით შეტანა, მაგრამ საბოლოო ჯამში არასწორ კომუნიკაციას შეიძლება ჰქონდა ადგილი ჩემსა და მეორე იურისტს შორის და საბოლოო ჯამში, როცა გავიგე, რომ ამ სახით იყო და არ იყო კორექტირებული სახით შეტანილი, როგორც შევთანხმდით მაშინათვე შევიტანეთ განცხადება და ამოვიღეთ ჩვენი მოთხოვნიდან,“ - განაცხადა ადვოკატმა პაატა სალიამ.

 
დღის ამბები