20 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
"მედიის თავისუფლების საფრთხის ქვეშ დაყენების შთაბეჭდილება იქმნება" - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი რუსთავი2-ზე საუბრობს

რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს შეერთებული შტატების მთავრობა აკვირდება.

ტელეკომპანიის გარშემო შექმნილ ვითარებაზე ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა media.ge-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში მედიის თავისუფლების საფრთხის ქვეშ დაყენების ან მედიაპლურალიზმის დარღვევის შთაბეჭდილება იქმნება.

„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მიაჩნია, რომ სიტყვისა და პრესის თავისუფლება ჯანსაღი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ჩვენ და საერთაშორისო თანამეგობრობა ვაფასებთ საქართველოს ღია მედიაგარემოს, რომელიც რეგიონში სამაგალითოა. ამდენად, წუხილს იწვევს მოვლენების ისეთი განვითარება, რომელიც მედიის თავისუფლების საფრთხის ქვეშ დაყენების ან მედიაპლურალიზმის დარღვევის შთაბეჭდილებას ტოვებს. რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით. მედიასაშუალების მონაწილეობით წარმართული ნებისმიერი სასამართლო პროცესი სამართლებრივი პროცედურების უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად უნდა წარიმართოს და ნებისმიერი ქმედება, რომელიც მედიასაშუალების თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობას ზღუდავს, ყურადღებით უნდა იქნას განხილული,“- აცხადებს ნიკოლას ბერლინერი.

 
დღის ამბები