14 ნოემბერი 2024,   21:17
ვრცლად
"მივესალმებით საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, გაუგზავნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიას" - პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს პარლამენტის მიერ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნას მიესალმება. ჰერჩინსკი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო მოკლე დროში მიიღებს ვენეციის კომისიისგან მოსაზრებებს. ელჩის თქმითვე, ევროკომისია კრიტერიუმებზე პროგრესს მომავალ წელს შეაფასებს. 

"ჩვენ გულთბილად მივესალმებით საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, გაუგზავნოს "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი ვენეციის კომისიას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიას, მსგავსი საერთაშორისო სტანდარტების დამდგენს ეკითხებიან მოსაზრებას. ვიმედოვნებთ, რომ ეს მოსაზრება საქართველოს პარლამენტს რაც შეიძლება მალე გადაეცემა და შემდგომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული კანონის საბოლოოდ მიღებამდე.

როგორც იცით, როდესაც ჩვენმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა მიენიჭებინათ, მათ ასევე წარადგინეს 12 კრიტერიუმი და ევროკავშირი ელოდება, რომ საქართველოს ამ მიმართულებით პროგრესი ექნება. ევროკომისია კრიტერიუმებზე პროგრესს მომავალ წელს შეაფასებს, არის დრო, რათა პოლიტიკურმა ელიტამ დაამტკიცოს, რომ შეუძლიათ ერთად მუშაობა და რეკომენდაციების შესრულება," - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. 

დღის ამბები