14 ნოემბერი 2024,   21:19
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრ ტობიას ლინდნერსს შეხვდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანიის მხარეს მადლობა გადაუხადა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის.
შალვა პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია წლების განმავლობაში საქართველოს უმსხვილესი ორმხრივი დონორია, რამაც მრავალი შედეგი მოუტანა ქართველ ხალხს.

მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის ომზე უკრაინაში და მის მძიმე შედეგებზე.
შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო მინისტრს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს წარმატება უსურვა რეფორმების განხორციელებაში და ამ პროცესში გერმანიის მხრიდან მხარდაჭერის მზაობა გამოხატა.

დღის ამბები