14 ნოემბერი 2024,   21:12
ვრცლად
ლიეტუვის პრემიერი: რუსეთზე სანქციებს შედეგი საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ექნება

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტე ამბობს, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები შედეგის მომტანი საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ექნება და ევროკავშირმა მოთმინება უნდა გამოიჩინოს. სიმონიტეს თქმით, არ არსებობს სანქციები, რომლებიც რუსეთს ომიდან ერთ ღამეში გამოთიშავს. 

"ეს შეუძლებელია, არ უნდა გვქონდეს ამის მოლოდინი," - თქვა  ინგრიდა სიმონიტემ Reuters NEXT-ის კონფერენციაზე. 

მისივე თქმით, NATO-ს წევრი ქვეყნების შეთანხმებით, უკრაინაზე ზეწოლა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არ უნდა მოხდეს. ამასთან, NATO-მ აღმოსავლეთ წევრი ქვეყნები და უკრაინა საჰაერო თავდაცვით უნდა უზრუნველყოს. 

ამას გარდა, სიმონიტემ გასულ თვეს პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის შემთხვევა გაიხსენა, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. პოლონეთისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების ინფორმაციით, ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსულ რაკეტას  მიჰყვებოდა.

სიმონიტეს ინფორმაციით, აუცილებელია, უკრაინას საჰაერო თავდაცვის გამართული სისტემა ჰქონდეს, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს. ამიტომ NATO-მ უკრაინა გამართული საჰაერო თავდაცვის სისტემით უნდა უზრუნველყოს. 

ლიეტუვა მომავალ წელს NATO-ს სამიტს უმასპინძლებს. სიმონიტეს მოლოდინით, სამიტზე დომინანტი როლი უკრაინას ექნება, ხოლო შვედეთისა და ფინეთის გადაწყვეტილებით, ისინი დასავლეთის თავდაცვის ალიანსს შეუერთდებიან.

დღის ამბები