14 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
რატი ბრეგაძე აზერბაიჯანელ კოლეგა ფიქრათ მამადოვს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა. უწყების ცნობით, საუბარი შეეხო უწყებებს შორის დარგობრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების აღსრულების ნაწილში ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა მნიშვნელოვანია უწყებრივი თანამშრომლობის მიმართულებების განვითარებას ემსახურება ბათუმში დაგეგმილი ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი. ფორუმზე ხელი მოეწერება ერთობლივ დეკლარაციას.

"დღევანდელი დღე არის გაგრძელება იმ კეთილმეზობლური ურთიერთობისა, რომელიც არსებობს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის. ჩვენ ამა წლის მარტში ბაქოში მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და უკვე პრაქტიკაში დავიწყეთ ამ მემორანდუმის განხორციელება,"-აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. 

აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს.

"ვიზიტის ფარგლებში, მომავალი თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ და ურთიერთთანამშრომლობის ახალი მემორანდუმი გავაფორმეთ. თანამედროვე პერიოდის გამოწვევების შესაბამისად, ეს მემორანდუმი ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას ითვალისწინებს. ბუნებრივია, ჩვენ ორი მეგობარი ქვეყანა ვართ და დღეს ჩვენი თანამშრომლობა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს. აქაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნების მეთაურებს − აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ბატონ ილჰამ ალიევს, და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს,"- აცხადებს ფიქრათ მამედოვი.

დღის ამბები