ნიკა მელიას "ნაციონალური მოძრაობის" გეგმა წამოსცდა - მიიჩნევენ "ქართულ ოცნებაში". მმართველი გუნდი ოპოზიციის ლიდერის ინტერვიუს ეხმაურება, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პარტიის აქტივობებზე საუბრობდა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპონენტების მიზანი ქვეყანაში სიტუაციის არევა იყო და ახლაც, გარდა რადიკლაიზმისა, შესათავაზებელი ამომრჩევლისთვის არაფერი აქვთ.
ამასთან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ არ იყო საჭირო მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
"ბოლო 4-5 თვის განმავლობაში ეს იყო პრიორიტეტი, ვინაიდან, რა თქმა უნდა, აქციების გამართვა მშვიდობიანი, არაძალადობრივი, ჩვენ დავინახეთ, რომ არ გამოიღო ის შედეგი, რომელიც უნდა გამოეღო. რჩებოდა გზა უკვე ძალადობრივი და რადიკალური ტიპის აქციების და აქაც ივანიშვილის წარმომადგენლებს მიეცემოდათ შესაძლებლობა ფართო რეპრესიების გატარების. აი, აქ სად იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის ინტერესი დაცული ხო, როდესაც ჩვენ გვჭირდებოდა უფრო მეტი მტკიცებულება, რომ მთელი მსოფლიო საზოგადოება ყოფილიყო საქმის კურსში, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკული," - აცხადებს ნიკა მელია.