14 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
"ნაცმოძრაობა მხარდამჭერებს მოუწოდებს დაანგრიონ ქვეყანა, იქნება ამ ნანგრევებზე ან მელია აღმოჩნდეს აღმართული დროშით ან ხაბეიშვილი" - გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ქუჩის აქციებზე და სააკაშვილის გათავისუფლების სტრატეგიაზე საუბრობს. 

გიორგი ვოლსკის განცხადებით, პარტია არის ორ ჯგუფად გაყოფილი. ერთ ჯგუფს ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით ჰყავს კეზერაშვილი, ხოლო მეორე ჯგუფი იძულებულია დაუპირისპირდეს მას და შეჯიბრება გამოუცხადოს ვინ უფრო მეტ რადიკალიზმს ჩაიდენს ქვეყანაში. 

"ყველა, მათ შორის მელია გუშინდელი თავის გამოსვლით მოუწოდებს თავის მხარდამჭერებს გამოვიდნენ ქუჩაში და დაანგრიონ ქვეყანა. იქნება ამ ნანგრევებზე ან მელია აღმოჩნდეს აღმართული დროშით ან ხაბეიშვილი. აი, ამაში ეჯიბრებიან ერთმანეთს.

ამ დამოკიდებულებას არ გააჩნია პერსპექტივა. შეიძლება წუთიერი წარმატება მოუტანოს რომელიმეს ამ არჩევნების დროს, რომელსაც აფინანსებს კეზერაშვილი. ერთი ჯგუფი არის მხარდაჭერილი კეზერაშვილის მიერ ანუ ფინანსური რესურსის მხარდაჭერა გააჩნია.

შესაბამისად, მეორე გუნდი, რომელიც ამ მხარდაჭერით ვერ სარგებლობს, იძულებულია დაუპირისპირდეს და შეჯიბრება გამოუცხადოს სწორედ იმ ფორმატში, სადაც საუკეთესო შედეგები აქვთ და საუკეთესო შედეგები აქვთ იმაში, რასაც ჰქვია არეულობის შექმნა," - აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

დღის ამბები