"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტსაბჭოს სხდომა 11 დეკემბერს 15:00 საათზე ჩაინიშნა.
ამის შესახებ ენმ-ის წევრმა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ პოლიტსაბჭოს სხდომა კობა ნაყოფიამ განაცხადა.
მისი განცხადებით, გაკვირვებულია პარტიის წევრების სიჩქარით, რომლებმაც დღეს ბრიფინგი გამართეს და პოლიტსაბჭოს მოწვევა მოითხოვეს.
"მე ახლა ვიმყოფები კიევში. აქ უკრაინაში, დიდი თუ პატარა და განსაკუთრებით პოლიტიკური ელიტა დაინტერესებულია ერთი მთავარი საკითხით საქართველოსთან მიმართებაში, ეს არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყველამ კარგად ვიცით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება და უარესდება. აქ ყველა სვამს მხოლოდ ამ კითხვას და ეს არ არის მხოლოდ კითხვის დასმა, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. ამ ფონზე, მე ცოტა გაკვირვებული ვარ ჩვენი კოლეგების სიჩქარით," - განაცხადა კობა ნაყოფიამ.
ცნობისთვის, ორ ბანაკად გაყოფილი პარტიის ერთ-ერთი ფრთის წარმომადგენლებმა, კონკრეტულად კი ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წევრებმა მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პოლიტსაბჭოს ჩანიშვნისკენ დღეს გამართულ ბრიფინგზე მოუწოდეს.