სახალხო დამცველმა ხუთწლიანი საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. ასევე განხილვის თემა იყო საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული გამოწვევები და ევროინტეგრაციის გზაზე სახალხო დამცველის როლი.
ნინო ლომჯარიამ მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო რეკომენდაციებზე. ღონისძიებას ესრებოდნენ: დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პარლამენის წევრები და სახალხო დამცველის პარტნიორი სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციები.
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, იმედი აქვს რომ კვლავ მოხდება ისეთი ომბუდსმენის არჩევა, რომელსაც ექნება გამბედაობა, რომ ისაუბროს სიმართლე.
"შესაძლოა ზოგჯერ არ იყოს კმაყოფილი მთავრობა ან სხვა ადამიანები თუმცა სახალხო დამცველის მთავარი მოვალეობაა ისაუბროს სიმართლე ადამიანის უფლების დაცვის დროს. ეს რა თქმა უნდა დიდ გამბედაობას, კეთილსინდისიერებასა და საქმისადმი ერთგულებას მოითხოვს. შეერთებული შტატების საელჩო ძალიან ამაყია რომ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას და მის ოფისს წლების განმავლობაში უჭერს და უჭერდა მხარს. ქვეყნის სისტემაში ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. იმედი გვაქვს, ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი დასრულდება ისე, რომ აირჩევა ისეთივე კვალიფიციური, კეთილსინდისიერი და პროფესიონალ სახალხო დამცველი, რომელსაც ექნება გამბედაობა ისაუბროს სიმართლე," - განაცხადა დეგნანმა.