ბუნდესთაგის უმრავლესობისთვის ნათელია, რომ საქართველო ერთ დღეს გახდეს ევროკავშირის წევრი - ამის შესახებ ბუნდესთაგის წევრმა იურგენ ჰარდტმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა დემოკრატიული პარტია და ასეთი ბუნდესთაგში 90%-ზე მეტია, ამ მოსაზრებას მხარს უჭერს:.
"თებერვლის მოვლენების შემდეგ გერმანიაში აქტიური მსჯელობა დაიწყო იმაზე თუ ვინ უნდა იყოს ჩვენი პარტნიორი ევროკავშირში სამომავლოდ. ბუნდესთაგის უმრავლესობისთვის ნათელია, რომ საქართველო ერთ დღეს გახდეს ევროკავშირის წევრი. ვფიქრობ, ყველა დემოკრატიული პარტია და ასეთი ბუნდესთაგში 90%-ზე მეტია, ამას მხარს უჭერს. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პირადად მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ამასთან, არსებობს 12 პუნქტი, რომელზეც საქართველო მონდომებით მუშაობს. ყველაფერი, რაც საამისოდ უნდა გაკეთდეს, ამავდროულად კარგია თავად ქვეყნისთვის და მისი საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, ყველა ის ნაბიჯი, რასაც ქართველი პოლიტიკოსები, ბიზნესი თუ სამოქალაქო საზოგადოება დგამს, უნდა იყოს ერთიანი და უნდა ამარტივებდეს გაწევრიაენებისთვის განსაზღვრულ კონკრეტულ თავებზე მუშაობას. ესაა შანსი და სწრაფი გზა მის მისაღწევად,"- აცხადებს ბუნდესთაგის წევრი იურგენ ჰარდტი.