საქართველოში კონსტიტუციურ დონეზე განისაზღვრა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის სახელმწიფო განსაკუთრებულ პირობებს ქმნის - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი წერს.
"მთავრობამ მიმდინარე წელს ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა, სადაც შშმ პირთათვის თანაბარი შესაძლებლობებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული ჩართულობის უზრუნველყოფას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საკითხი ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წელს მთავრობამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი კომიტეტი შექმნა, რომლის შექმნის ვალდებულებაც საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლებრივი ჩარჩოდან გამომდინარეობდა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ღირსეულ და თანასწორ გარემოში ცხოვრების მისაღწევად სახელმწიფო გააგრძელებს ერთიანი და კოორდინირებული საქმიანობის განხორციელებას,"- წერია განცხადებაში.
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა.