14 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
რობერტ სტურუა - "ბოღმა-ნაცპუტინისტები ვერ იტანენ, კრუნჩხვა ემართებათ, როცა ესმით თბილისი-მშვიდობის ქალაქიაო"

რეჟისორი რობერტ სტურუა Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს. ვრცელ პოსტში სტურუა ოპოზიციის ნაწილს აკრიტიკებს და ამბობს, რომ "მათ უკრაინის ბუჩაზე უარესი სისხლიანი ჯოჯოხეთის მოწყობა" სურთ.

"ო მ ი და ნ ა ც პ უ ტ ი ნ ი ს ტ ე ბ ი!
ო, როგორ სურს ჩრდილოეთის არმიას, ჯარისკაცებს და მამაკაცებს საქართველოში შემოჭრა?!
ქალების გაუპატიურება,
კაცებიც მიაჩვიესო,
მოხუცების წამება,
ქართველი ბავშვების სადისტური გატაცება და დაჩეხვა!
უკრაინის ბუჩაზე უარესი სისხლიანი ჯოჯოხეთის მოწყობა
სადმე პატარა ქალაქში,
თუნდაც სამტრედიაში
(არ გეწყინოთ, სამტრედიელი ვარ!)
დაბომბვა დიდი ქალაქებისა,
ელექტროსადგურების განადგურება,
თუ საჭიროა,
ენგურგესსაც ააფეთქებენ -
და რა ეშველება
დასავლეთ საქართველოს?!
სვეტიცხოველს გაგინადგურებენ,
მამადავითს გადაგვიწვავენ -
აღა-მაჰმდ-ჰანი მოგენატრება!
უცხოური მანქანებსაც გაგინადგურებენ,
ხოლო საუკეთესოს
ჩრდილოეთში დაქცეულ ოჯახებს
ფოსტით გაუგზავნიან!
ფულს,
გადამალულ ოქრო-ვერცხლს,
მოპარულ პატიოსან ქვებს
აგაცლიან შვილების წამების შიშით!
თანაც გაიძულებენ პურ-მარილი გაუშალო - о, как мы любим грузинское застолье !
და რაც მთავარია ხინკალი,
თუ მასალა არ გაქვს,
მამიდას მაინც დაგაკლევინებენ!
…ეს ჩვენი პუტინისტი ნაცები კი,
ამაზე რომ ოცნებობენ,
ამ დროს უცხოეთში ნაყიდ სახლებში გამოათრობენ თავის ლობისტებს!
პროპო-განდონისტები -
თუნდაც ინგა გრიგოლია -
სამტრედიელი მარგარიტა სიმონიანი,
დიდი ხანია რომ უცდის საქართველოს განადგურებას და
მოხდენილ ჩრდილოეთის მაჩოებს,
ტელესივრცეს უფრო ააყროლებს!
ერთი კარგ საქმეს კი იზამენ -
ვითომდა ძალზე ავადმყოფ
არაქართველ პრეზიდენტს -
რომ გონია გაამეფებენ,
ორი ბურთულით,
რასაკვირველია, თუ შერჩა,
ჩამოკიდებენ!
ასე არ დაპირდა მისი რეზიდენტი?!
ხოლო დედა კაბირიას,
მოკლე კაბებს პარიზის მოდელისავით ყოველ დღე რომ იცვლის,
ერთ ნაცნობ მდიდარი თურქს
ჰარამჰანაში მზარეულად გადაუგზავნიან!
და ამ დროს
ეს ბოღმა-ნაცპუტინისტები
ვერ იტანენ, კრუნჩხვა ემართებათ,
როცა ესმით:
“თ ბ ი ლ ი ს ი - მ შ ვ ი დ ო ბ ი ს
ქ ა ლ ა ქ ი ა ო!”
ვაშა გურულებს!
მთავარი სადღეგრძელო მუდამ
მ შ ვ ი დ ო ბ ა ს უძღვნიან!
მაგრამ ამ სულით ავადმყოფებს და ბუბნაობით რწყევამდე მისულ
დაგირჩ-დაბოლილებს აღარეფერი არ ეშველება!!!
ამ დროს კი just married ამერიკელი დეიდა ციგურებზე სრიალებს
თავისი არც ისე ლამაზ,
მაგრამ უგონოდ შეყვარებულ
ქართველ ქალთან
როკფელერ ცენტრის საშობაო ყინულზე, ნიუ-იორკში!
და გიჟდება, რომ საქართველო მიანგრია!
ვაშა ვაშაძეებს!
ვაშა მელიებს, ტურიებს და კუებს!
ნუთუ ახდება დიდი ა ნ ა ს სიტყვები:
“სხვა საქართველო სად(ღ)აა..!"- წერს რობერტ სტურუა.

დღის ამბები