14 ნოემბერი 2024,   22:05
ვრცლად
ენმ-ში თავმჯდომარის არჩევნების თარიღი, სავარაუდოდ მიმდინარე კვირის ბოლომდე დასახელდება

"ნაციონალური მოძრაობის"თავმჯდომარის არჩევნების თარიღი მიმდინარე კვირის ბოლოს უნდა დასახელდეს. ასევე დასახელდება თუ რა ფორმით ჩატარდება კენჭისყრა. საკითხზე მსჯელობას პოლიტსაბჭო 11 დეკემბერს აპირებს.

პარტიაში იმედოვნებენ, რომ პროცესი წლის ბოლომდე დასრულებული იქნება.

ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებს "ქართული ოცნება" გავლენებისთვის ბრძოლად აფასებს.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის ამჯერად სამი კანდიდატი იბრძვის - მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე.

დღის ამბები