14 ნოემბერი 2024,   22:08
ვრცლად
33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ომს და ეს ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია - შალვა პაპუაშვილი

უკრაინაში დაღუპული 6 ქართველის მებრძოლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი მომხდარს ევროპიდან ეხმაურება. მისი თქმით, ეს საქართველოსთვის უმძიმესი დანაკარგია.

"ბოლო რამდენიმე დღეში 6 ქართველის სიცოცხლე შეიწირა რუსეთის აგრესიულმა ომმა. 33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ამ ომს და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია. მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთლიანად საქართველოს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი, ბადრი მარკელია, ავთო რურუა და როლანდ კვარაცხელია
რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას ბახმუტთან შეეწირნენ. ისინი იქ, სადაც ამჟამად ყველაზე რთული ბრძოლებია, პოზიციების გამაგრებას ცდილობდნენ. ამ დანაკარგით უკრაინაში ქართველი მებრძოლის  მსხვერპლი 33-მდე გაიზარდა.

დღის ამბები