პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძე, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
"მინდა, კიდევ ერთხელ პატივი მივაგო თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ ჯარისკაცებს და პატივი მივაგო ყველას, მათ შორის, სამოქალაქო პირებს, რომლებიც, სამწუხაროდ ამ ომში დაეცნენ, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა უკრაინაში თავისუფლებისთვის ბრძოლას და მოქალაქეები, რომლებიც საომარი მოქმედებების დროს დაიღუპნენ. მათ შორის არიან ქართველი მეომრებიც, სულ ბოლოს 5 ქართველი მეომარი შეეწირა უკრაინაში ბრძოლებს და მანამდე კიდევ ერთი ქართველი მეომარი ჩამოასვენეს საქართველოში. კიდევ ერთხელ მინდა, რომ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და ქედი მოვიხარო თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულთა წინაშე," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეში უკრაინაში 6 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.