მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სიტუაციის სიმძიმე მოითხოვს სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას შესაბამის საავადმყოფოში. ამის შესხებ სანდუმ "ტვიტერზე" განაცხადა.
"ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესებით. ყოველი ადამიანის სიცოცხლე ფასდაუდებელია და სიტუაციის სიმძიმე მოითხოვს სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას შესაბამის საავადმყოფოში მისი სიცოცხლის გადასარჩენად," - დაწერა მაია სანდუმ.