14 ნოემბერი 2024,   22:14
ვრცლად
მოღალატეობრივი პოზიცია და ხელშეშლა ევორინტეგრაციის გზაზე - რატი იონათამაშვილი გიორგი ვაშაძის განცხადებებზე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია მიმართულია, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

ამასთან, რატი იონათამაშვილი ამბობს იმასაც, რომ რეზოლუცია, რომელიც იქნება სამართლიანობის წინააღმდეგ არ გაიზიარებს საზოგადოება. 

"რაც შეეხება ვაშაძის, "ტროიკის" და დანარჩენების აქტიურობას, ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ ისინი საერთოდ არ აქტიურობენ იმისათვის, რომ 12 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულდეს.

სამაგიეროდ, ძალიან აქტიურები არიან, რომ ხელშეშლა მოხდეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის. ვფიქრობ, რომ ეს არის მოღალატეობრივი პოზიცია, რომელსაც აჩვენებენ საზოგადოებას და ამიტომ არის, რომ მათ არანაირი რეიტინგი არ გააჩნიათ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ რეზოლუციებს. ცხადია, ის რეზოლუცია, რომელიც იქნება სამართლიანობის წინააღმდეგ, არ იქნება გაზიარებული ჩვენი საზოგადების მხრიდან,"-აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

ცნობისთვის:"სტრატეგია აღმაშენებლი" სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანმა" (ALDE) მიიღო რეზოლუცია, რომელმაც აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და დაადასტურა, რომ საქართველომ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტი უნდა შეასრულოს.

მისივე თქმით, რეზოლუციაში, საუბარია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე და მიმართვაზე, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალოს.

დღის ამბები