ქიბარ ხალვაში რუსთავი2-ის ლოგოზე პრეტენზიას ისევ აცხადებს. ბიზნესმენი ამჯერად სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი ტელეკომპანიის ლოგოს დაყადაღებასთან დაკავშირებით.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატები აცხადებენ, რომ ხალვაში ლოგოს შექმნაში მონაწილეობდა და ფინანსური სარგებელი, რომელიც წლების განმავლობაში ტელეკომპანიამ მიიღო, ლოგოს ქვეშ განხორციელდა.
ქიბარ ხალვაშში საჩივარში მოყვანილი არგუმენტები რუსთავი2-ის იურისტებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
ადვოკატები აცხადებენ, რომ დღევანდელი ლოგო 2009-2010 წლებში არის შექმნილი, ხოლო ის ლოგო, რომელიც ქიბარ ხლავაშის მეწილეობის პერიოდში ფუნქციონირებდა, 2003 წელს შეიქმნა.
რაც მთავარია, მათი განმარტებით, ფინანსურ სარგებელს კომპანია არა ლოგოსგან, არამედ ტელეკომპანიის საქმიანობით იღებს.
ავტორი: ანა წერეთელი