14 ნოემბერი 2024,   22:01
ვრცლად
უკრაინაში მებრძოლი ქართველები და პოლიტიკა- ჯანდაცვის კომიტეტზე, "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივის განხილვა დისკუსიის ფონზე წარიმართა

უკრაინაში მებრძოლი ქართველები და პოლიტიკა - ურთიერთბრალდებები გრძელდება.  ჯანდაცვის კომიტეტზე, "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივის განხილვა დისკუსიის ფონზე წარიმართა. ოპოზიციურმა პარტიამ მოითხოვა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს მიენიჭოს ყველა ის პრივილეგია, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახებს აქვთ, მათ შორის საუბარია ერთჯერად კომპენსაციაზე 100 000 ლარის ოდენობით, ასევე სოციალურ სტატუსსა და დაზღვევაზე.

ინიციატივა გულისხმობს უკრაინაში მებრძოლთათვის ვეტერანის სტატუსის მინიჭებასაც. სავალდებულო კომიტეტმა თავი შეიკავა მხარი დაეჭირა პროექტისთვის, "ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

"უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა , ისარგებლონ იმავე სოციალური პაკეტით, რითაც სარგებლობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ოჯახის წევრები. ეს გულისხმობს, ერთჯერად დახმარებას 100 000 ლარის ოდენობით, ჯანმრთელობის სრულიად დაზღვევას ოჯახის წევრებისთვის და ასევე სხვა სოციალური პაკეტით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას, რომელსაც კანონმდებლობა იძლევა,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ანა წითლიძე.

 ოპონენტებისგან განსხვავებით, კონსტრუქციული იყო პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ზაზა ლომინაძემ დარბაზში მსხდომ დეპუტატებს განუმარტა, რომ უკრაინაში დაღუპული მებრძოლების გადმოსვენებაში აქტიურად არის ჩართული, როგორც სახელისუფლებო უწყებები, ისე საქართველოს ელჩი უკრაინაში, რომელიც ამჟამადაც კიევში იმყოფება.

"საქართველოს ელჩი უკრაინაში, დღესაც კიევშია, მუშაობს და მუშაობს ზუსტად ქართველი მებრძოლების გადმოსვენების საკითხზე. პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა განცხადება და მებრძოლები გადმოსვენებულები იქნებიან საქართველოში და დაიკრძალებიან სამხედრო პატივით,"-აცხადებს ზაზა ლომინაძე

დღის ამბები