14 ნოემბერი 2024,   21:10
ვრცლად
ვატო შაქარიშვილი: ის, რომ ფსიქიკურად არ არის ჯანმრთელი, არ ათავისუფლებს სააკაშვილს პასუხისმგებლობისგან რაც ჩადენილი აქვს

ორგანიზაცია "აი იას" თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი "ფეისბუქზე" წერს, რომ მიხეილ სააკაშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს, თუმცა ეს მას ჩადენილი დანაშაულებებისგან არ ათავისუფლებს.

""დაუძინებელი მეგობრების" დასანახად პრანჭვის და თავის მართლების დრო არ არის! რა ნობელის პრემიის ლაურეატი ამერიკელი ექიმი, ემპათია და ლომჯარიას კონსილიუმი?!

შეუშვით სააკაშვილთან შესაბამისი სამედიცინო მიმართულების კვალიფიციური ექიმი(მადლობა ღმერთს ბევრი გვყავს) და ოფიციალური დასკვნით გაამყარეთ ის, რაც მისი პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან ყველამ ვიცით - სააკაშვილი არის ფსიქიკურად დაავადებული!

შეუძლებელია, ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანს შეექმნა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელშიც 9 წელი გვაცხოვრეს! მხოლოდ ფსიქიკურად შეშლილი ადამიანის მმართველობა შობს მეგის ქარდავას, ჭაკუას და კასტილებიან კაცს! მხოლოდ ფსიქიკურად შეშლილ ადამიანს შეუძლია დაუსრულებელ სტრესში ამყოფოს ქვეყანა 20 წლის განმავლობაში! და ის რომ, ფსიქიკურად არ არის ჯანმრთელი არ ათავისუფლებს სააკაშვილს პასუხისმგებლობისგან იმისთვის, რაც ჩადენილი აქვს! დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი და მივუჩინოთ ყველას შესაბამისი ადგილი! სხვანაირად ვერ გადავშლით ისტორიის ამ ფურცელს!"- წერს შაქარიშვილი Facebook-ზე.

დღის ამბები