"ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ მათ არ მიუღიათ პასუხი საქართველოს მთავრობისგან უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით.
როგორც მეგრელიშვილი წერს, ამისკენ იღვწის სწორედ ბევრი ჩვენი "მეგობარი" და ახმოვანებინებენ კასიანოვს!
"იარაღი უნდათ თურმე, იარაღი და ომში ჩვენი დაფიქსირება მხარედ!
ამას მოჰყვება მეორე ფრონტი და ჩვენი ქვეყნის განადგურება!
ამისკენ იღვწის სწორედ ბევრი ჩვენი "მეგობარი" და ახმოვანებინებენ კასიანოვს!"- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.