"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ქართველი მებრძოლები უკრაინაში "ომის პარტიას" მიჰყავს.
მდინარაძე აცხადებს, რომ მებრძოლების ნაწილი ომში თავისი სურვილით მიდის, თუმცა გარკვეული ნაწილი სწორედ პოლიტიკური მოწოდებების გამო ერთვება.
"სიმართლის გამო ბოდიშს არ იხდიან. თქვენ გინდათ, რომ გაყიდოთ სხვანაირად. თქვენ იცით, რომ არიან ადამიანები, რომლებიც უკრაინაში ვიღაცის მოწოდებით არიან წასულები და ვიღაცის წაყვანილები არიან. არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი გმირული სულისკვეთებით, რწმენით იბრძვიან და ასეთებიც ბევრნი დაიღუპნენ. მინდა რომ ვისარგებლო შემთხვევით და მეც სამძიმარი გამოვუცხადო თითოეული იმ ადამიანის გარდაცვლილის ოჯახს, ყველა ახლობელს და მთელ ჩვენს ქვეყანას, რომელსაც დასაკარგი მოქალაქეები არ ჰყავს.
ასევე, თქვენ თუ მიგაჩნიათ, რომ მხოლოდ ერთი მიმართულებით უნდა გაიგოთ, თქვენგან განსხვავებით სწორად იგებს ქართული საზოგადოება. დიახ, ყველამ იცის და ამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ ადამიანებს, ვინ წაიყვანონ და რომანტიზება როგორ მოახდინონ ამ ამბების," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.