პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი აცხადებს, რომ როდესაც დასავლელი ლიდერები საუბრობენ ქვეყნის უკუსვლაზე ეს არ არის ქვეყნის დემოკრატიაზე და განვითარებაზე სწორი დამოკიდებულება.
ამასთან, მიხელ ყაველაშვილმა გაიხსენა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის 9 წელი და აღნიშნა, რომ მართლმსაჯულება იყო დამოკიდებული სააკაშვილზე და ადეიშვილზე. ხოლო პენიტენციურ დაწესებულებაში აუპატიურებდნენ და აწამებდნენ პატიმრებს.
"9-წლიანი მმართველობის დროს, როცა შეფასებული იყო ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ ეს არის დემოკრატიის შუქურა და წარმატებული სახელმწიფო- შევახსენებ, რომ მართლმსაჯულება დაქვემდებარებული იყო 2 ადამიანზე, სააკაშვილზე და ადეიშვილზე. პენიტენციურ დაწესებულებაში, გუანტანამოს ციხეს ვადარებ და უფრო მეტი გააკეთეს. ადამიანების წამება, გაუპატიურება, 24 000 პატიმარი იყო. როცა შეფასება ხდება დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით, ამაზე გვაქვს საუბარი, რომ ეს არის პირდაპირი დამოკიდებულება არა დემოკრატიის გაუმჯობესებაზე და ქვეყნის განვითარებაზე, არამედ მათ აინტერესებთ საკუთარი აგენტები,"-აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.