14 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
ზურაბ ქადაგიძე პროექტზე "ეს ქვეყანა შენია": ძალიან მაინტერესებს ევროკავშირის ელჩის განმარტება ამ საკითხზე

"ძალიან მაინტერესებს ევროკავშირის ახალი ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განმარტება ამ საკითხზე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დაინტერესდება ქართული მედია და აუცილებლად დასვამს კითხვას,  რაშია საქმე?” - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის - "ეს ქვეყანა შენიას" წლევანდელი გამარჯვებულის შესახებ. 

როგორც ქადაგიძე წერს, ევროკავშირის ელჩმა უნდა განმარტოს, არის თუ არა მისი ოფისის მიერ წახალისებული ეს უმსგავსობა და თუ არა, უნდა გაემიჯნოს ამ ყველაფერს!

"ძალიან მაინტერესებს ევროკავშირის ახალი ელჩის,  პაველ ჰერჩინსკის განმარტება ამ საკითხზე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დაინტერესდება ქართული მედია და აუცილებლად დასვამს კითხვას,  რაშია საქმე? 

ანუ ასე ღიად და დაუფარავად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, გაუგებარი წარმონაქმნები გვესაუბრებიან ავტორიტარიზმზე და ხალხს უტარებენ ტრენინგს? 
ეს ყველაფერი ევროკავშირის ეგიდით ხდება? 

კეთილი ინებოს ბატონმა ელჩმა და განმარტოს, არის თუ არა მისი ოფისის მიერ წახალისებული ეს უმსგავსობა, თუ არა, საჯაროდ გაემიჯნოს ამ ყველაფერს!” - წერს ქადაგიძე. 

დღის ამბები