პრეზიდენტი აკვირდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამის შესახებ განცხადება სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა.
გიორგი მსხილაძის თქმით, ყველას აქვს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება და საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.
"პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება უნდ მიიღონ ექიმებმა და სასამართლო. ასე, რომ მე დამატებით ვერაფერს ვერ გეტყვით. უნდა დაიდოს კომპეტენტური დასკვნა ექიმებისგან და სასამართლომ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება,"-აცხადებს გიორგი მსხილაძე.
შეფასებებს აკეთებენ მმართველი გუნდის წევრებიც. უმრავლესობაში ამბობენ, რომ დაუშვებელია ამ თემით პოლიტიკური სპეკულაციები და თუ პაციენტი თავად ამბობს უარს სერვისებზე, მისთვის ამის დაძალება დაუშვებელია.
"პოლიტიკური სპეკულაციების სივრცე არ უნდა დარჩეს. ყველა შესაბამისი უწყება ვინც არის პასუხისმგებელი, პატიმართან დაკავშირებულ საკითხებზე და სამედიცინო უზრუნველყოფაზე, მოწოდებულია იმისკენ, რომ ყველა სერვისი რაც მას სჭირდება გაეწიოს. რაც შეეხება თუ კი პატიმარი, ამ შემთხვევაში პაციენტი არ იღებს ამ სერვისს, ერთადერთი პასუხისმგებელი პირი არის სწორედ ის, მის ჯანმრთელობაზე და იძულების წესით, მექანიზმი, რომ რაიმე სერვისი შესთავაზონ ასეთი არ არის,"- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.