საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სამებაში, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე განაცხადა, რომ "წითელი ჯვრის" ჩართულობით საქართველომ, დაღუპულთა ოჯახებს 11 გმირის ნეშტი დაუბრუნა.
"უკვე წლებია ჩვენ "წითელ ჯვართან" ერთად ვახორციელებთ ჩვენი გმირების გადმოსვენებას. მანამ, სანამ ჩვენ კონტროლკს აღვადგენთ აფხაზეთსა და ცხინვალში, გვჭირდება ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. "წითელ ჯვარს" აქვს ამ კუთხით ფასდაუდებელი როლი და მინდა მათ მადლობა გადავუხადო. 11 ჩვენი გმირის ნეშტი დავუბრუნეთ მათ ოჯახებს და კიდევ ერთხელ მინდა ჩემი სამძიმარი ვუთხრა მათ," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.