სამების საკათედრო ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
პრემიერის თქმით, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სურთ ერთადერთი მიზნით, რათა ის გაათავისუფლონ.
"მე ძალიან ბევრი ვერსია მოვისმინე, რომ ბატონი სააკაშვილი თურმე დეპრესიაშია და არ მოსწონს გარემო. რომელ პატიმარს მოსწონს ციხის გარემო? მე არ ვარ ექიმი, ბატონი რატი ბრეგაძე გამოვიდა და გაუკეთა საჯარო შეთავაზება, რომ ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი კლინიკიდან ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი და ადგილზე უმკურნალონ. მათ არ უნდათ საქართველოში უმკურნალონ ერთადერთი მიზნით, მათი ამოცანაა სააკაშვილის გათავისუფლება. ეს არის, სხვა არაფერი.
ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ასე რომ მე ნამდვილად ვერ ვიქნები ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი, ყველას სიცოცხლე აკისრია ღმერთს," - განაცხადა ღარიბაშვილმა.