პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრს, ილევან იოსელიანი განცხადებით, ვენეციის კომისიის წინასწარი შეფასების განხილვის დროს, მმართველი გუნდის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ პარტიები, რომლებიც საარჩევნო საკითხებთან მიმართებაში პროტესტს აცხადებენ, 2-ჯერ შეხვდნენ მმართველ გუნდს.
ლევან იოსელიანისთვის გაურკვეველია, თუ შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა, ვის უცხადებს დანარჩენი ოპოზიცია ბოიკოტს.
"ამ შეხვედრაზე გივი მიქანაძისგან გავიგეთ, რომ სამი პარტია, რომელიც ამ სამუშაო ჯგუფებს პროტესტს უცხადებს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ისინი ორჯერ შეხვდნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, როგორც ბატონმა გივიმ გვითხრა, შეხვედრამ ჩაიარა კონსტრუქციულად და მათი მოსაზრებები იქნა გათვალისწინებული.
ჩვენ გაგვიჩნდა ლოგიკური კითხვა, ვის უცხადებენ ეს პარტიები ბოიკოტს. ვენეციის კომისია ცალსახად გვთხოვს, რომ მათი რეკომენდაციები სრულად იქნას შესრულებული და ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი იყოს პარიტეტული," - აცხადებს ლევან იოსელიანი.