14 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
რას წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაცია "არ გადადო", რომელიც ხელისუფლების არაძალადობრივი ცვლილებისთვის რეგიონებში ტრეინინგებს ატარებს

არაძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობის მეთოდებზე ნიაზ ჩიტიძემ, ევროკავშირის პროექტ "ეს ქვეყანა შენიას" ფარგლებში, უკვე არაერთი სემინარი ჩაატარა. ორგანიზაცია "არ გადადოს" წევრი "კურიერთან" პირად საუბარში ადასტურებს, რომ თავად ტრენინგები სერბული წინააღმდეგობის მოძრაობის დამფუძნებლებთან აქვს გავლილი. აქტივისტი მთავრობის ნებისმიერი გზით ჩამოშორების მიზნით, მოქალაქეების ჩართვასაც გეგმავს.

ევროკავშირის ეგიდით ავტორიტარიზმთან ბრძოლის შესახებ გამართულმა ტრეინინგებმა, მოძრაობა "ხალხის ძალას" შეერთებული შტატების ელჩის შემდეგ მორიგი ადრესატი გაუჩინა. კანონმდებლებს აინტერესებთ - იზიარებს თუ არა ოფიციალური ბრიუსელის წარმომადგენელი ბათუმში გამართული სემინარების შინაარსს.

"ხალხის ძალის" შეკითხვებს დღეს პაველ ჰერჩინსკი არ გამოხმაურებია. თემაზე საუბარი, თხოვნის მიუხედავად არ ისურვეს არც ევროკავშირის მისიაში. ხალხის ძალაში კი თქვეს, რომ ავტორიტარიზმთან ბრძოლის სახელით შეფუთულ პოლიტიკურ სტრატეგიასთან კავშირის ღიად უარყოფა ერთადერთია, რაც საზოგადოებაში ეჭვებს და უნდობლობას გააქრობს.

კოლეგებისგან განსხვავებით, რევოლუციური მეთოდების დანერგვის მცდელობისთვის შენიშვნები არასამთავრობო სექტორთან აქვთ მმართველ გუნდში. უმრავლესობა, ტრენინგების მიღმა ოპოზიციის ინტერესების ლობირების მცდელობას ხედავს. კანონმდებლები არასამთავრობოებს ავტორიტარიზმის მაგალითად წინა ხელისუფლების მმართველობის მოდელის აღებას ურჩევენ, სტრატეგიული პარტნიორისგან კი პრიორიტეტებში მეტი სიცხადე სურთ.

ბათუმში, ორგანიზაცია "არ გადადომ" მშვიდობიანი რევოლუციური ბრძოლის მეთოდებზე უკვე არაერთი ტრეინინგი ჩაატარა. ევროკავშირის პროექტის გამარჯვებულ არასამთავრობო ორგაანიზაციას, სამიზნე აუდიტორიად, ძირითადად 40 წლამდე ასაკის მოქალაქეები ჰყავდა შერჩეული.

დღის ამბები