14 ნოემბერი 2024,   21:21
ვრცლად
ძალიან მნიშვნელოვანია სააკაშვილის ყველა უფლება სრულად იყოს დაცული და რასაკვირველია, მისი მომავალი საქართველოს სასამართლოს გადასაწყვეტია - ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ბოლო შემაშფოთებელ ცნობებს - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა.

"საქართველოს სახელისუფლებო ორგანოები პასუხისმგებელნი არიან მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ისინი ვალდებულნი არიან მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება," - წერს პიტერ სტანო.

განცხადება ამ თემაზე დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც გააკეთა.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ცნობების შესახებ. რა თქმა უნდა, ძალიან შეშფოთებულები ვართ ამ ცნობების გამო. გვაქვს კავშირი მის ოჯახთან, მის ადვოკატებთან და რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ყველა უფლება სრულად იყოს დაცული და რასაკვირველია, მისი მომავალი საქართველოს სასამართლოს გადასაწყვეტია,"- აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.

დღის ამბები