პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. დეპუტატებმა უკვე მოუსმინეს ტრისტან ბენაშვილს, ზურაბ აზნაურაშვილს და ვიქტორ ახალბედაშვილს. როგორია კანდიდატების ხედვა პროცესების გაჯანსაღების მიმართულებით სასამართლო სისტემაში, რას ფიქრობენ მოქმედ კანონმდებლობასთან და 2012 წლის შემდეგ განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ეს იყო კითხვების ერთი ნაწილი.
მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, კანდიდატებს კითხვებს უსვამდნენ როგორც მმართველი ძალის წარმომადგენლები, ისე - ხელისუფლების ოპონენტები.
ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატს
კითხვით პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა მიხეილ დაუშვილმა მიმართა. კითხვა მმართველი ძალის მიერ შეთავაზებულ მართლმსაჯულების პაკეტს შეეხებოდა.
"ოცნების" მიერ მართლმსაჯულების შემოთავაზებული პაკეტი, პასუხობს თუ არა 12 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს,"- ჰკითხა მიხეილ დაუშვილმა.
რაზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატმა ტრისტან ბენაშვილმა უპასუხა, რომ 12 რეკომენდაციიდან მოხთოვნების დაკმაყოფილებას სჭირდება კომპლექსური მუშაობა.
"ერთი ხელის მოსმით ვერ მოხდება მთლიანად დაკმაყოფილება იმ მოთხოვნების, რომელი მოთხოვნებიც გვაქვს. ეს არის პროცესი, სასამართლო რეფორმა განგრძობადი პროცესია და ვფიქრობ, რომ პროცესები განვითარებას დაექვემდებარება,"- აცხადებს ბენაშვილი.
ასევე, კანდიდატს კითხვით საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრმა. ალექსანდრე რაქვიაშვილის კითხვა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს შეეხებოდა.
"მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება ნაფიც მსაჯულების ინსტიტუტის მიმართ. მიიჩნევთ თუ არა რომ ეს ინსტიტუცია უნდა გაფართოვდეს,"-ამობს რაქვიაშვილი.
რაქვიაშვილის კითხვაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატმა უპასუხა, რომ პროცესისი შინაარსობრივ მხარზე სასაუბროდ მზად არ არის.
"ალბათ უფრო მეტი დაფიქრებაა საჭირო, რა პოზიტიური და ნეგატიური შედეგები შეიძლება ახლდეს პროცესს. შესაბამისად პრინციპს ვეთანხმები, მიფიქრია, მაგრამ შინაარსობრივ მხარეზე, რომ გიპასუხოთ მზად არ ვარ,"-აცხადებს ტრისტან ბენაშვილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატის მისამართით,
ოპონენტების შემდგომ კითხვები დასვა ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ტრისტან ბენაშვილის ჰკითხა "რა გაქვთ გეგმაში, რაც აუცილებელია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევის შემთხვევაში კონკრეტული საქმიანობა განხორციელდეს"
ოხანაშვილის კითხვის საპასუხოდ ტრისტან ბენაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებობს მოსამართლეეტა სიმცირის მიმართულებით პრობლემა.
"50 ქვეყანას შორის ვართ ფაქტობრივად ბოლო ადგილზე მოსამართლეთა სიმცირის მიმართულებით, თუ გვყავს დღეს ჩვენ 340 მოსამართლე, საჭიროა 2ჯერ მეტი. პირველი ამ პრინციპულ საკითხზე ვიმუშავებ და შევეცდები, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა უფრო მკვეთრად იყოს გამოხატული,"-აცხადებს ტრისტან ბენაშვილი.