14 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
ბოიკოტში მყოფი პარტიებისგან დანარჩენი ოპოზიცია განმარტებებს ითხოვს- რატომ შეხვდნენ ის ოპოზიციური პარტიები მმართველ ძალას, რომლებიც სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობდნენ

ბოიკოტში მყოფი პარტიებისგან დანარჩენი ოპოზიცია განმარტებებს ითხოვს - საუბარია "ნაციონალურ მოძრაობაზე", "ლელოზე" და "სტრატეგია აღმაშენებელზე". აღნიშნული პარტიები არ მონაწილეობენ სამუშაო ჯგუფებში, თუმცა გუშინ გაირკვა, რომ "ქართულ ოცნებასთან" საარჩევნო კოდექსზე მოლაპარაკებებს მართავენ.

ამ ფაქტმა პროტესტი გამოიწვია მათში, ვინც პირველივე დღიდან 12 პუნქტის შესრულებისთვის სამუშაო პროცესში მონაწილეობს. ამ ფონზე პარტიებისთვის გაუგებარია, ვის უცხადებენ ბოიკოტს კოლეგები და რატომ მიმდინარეობს კულუარული პროცესები.

ამასთან, პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი აცხადებს, რომ იმ პარტიებმა, რომლებიც "ქართულ ოცნებას" შეხვდნენ ფარულად, ვალდებულება აქვთ, რომ გამოვიდნენ და საზოგადოებას აუხსნან თუ რაზე ესაუბრებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს. 

"აღმოჩნდა, რომ ერთმანეთში საუბრობენ ფარულად, რაღაცეებზე თანხმდებიან, რაღაცეებზე საუბრობენ და ამის შესახებ არავინ არაფერი ვიცით. მაქვს მთავარი კითხვა, რაზე საუბრობენ და რაზე თანხმდებიან ისე, რომ მოქალაქეებმა არაფერი იციან. ღმერთმა იცის რაზე საუბრობენ, რით ვაჭრობენ და ვისი ხმებით ვაჭრობენ- ეს არის მთავარი კითხვის ნიშანი ჩემთვის. აქ ხაფანგზე კი არ უნდა ვსაუბრობდეთ, უნდა გამობრძანდნენ და მოქალაქეებს უნდა აუხსნან "ოცნებას" რაზე ევაჭრებიან,"-აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კოლეგებისგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრს. ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ პარტიებს შორის საუბარი ნორმაა და ზოგადადაც ასეც უნდა ხდებოდეს, თუმცა არა ფარულად, არამედ ღიად. 

 

 

დღის ამბები