"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა უცხო ქვეყნის ჯარში ჩარიცხვის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა.
მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ბინძური პროვოკაცია აგორდა და მისგან ადგილი ჰქონდა არა მუქარას, არამედ რეალურ შენიშვნას საკითხზე, რომელზეც ადამიანი მიმოწერაში არ გაუფრთხილებიათ.
"ბინძური პროვოკაციაა და სხვათაშორის გიორგი ვაშაძეს დაუწყია ეს სოციალურ ქსელში, რომ მდინარაძე დაემუქრა მოქალაქეობის ჩამორთმევითო, რაც ტყუილია იმთავითვე იქიდან გამომდინარე, რომ მე გავაკეთე რეალური შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მიმოწერაში არ გაუფრთხილებიათ ადამიანი, ის თუ ჩაირიცხება სხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში - ის კარგავს მოქალაქეობას. ეს წერია კანონში, რომელიც "ქართული ოცნების" დროს არავის მიუღია, ეს იყო წინა ხელისუფლების დროსაც და მაშინაც არავის გახსენებია ამ მუხლის კრიტიკა. ეს არ არის ჩემი განმარტება, ეს არის კანონის განმარტება, რომელიც სიტყვა-სიტყვით ასე ითარგმნება, რასაც მთელი დღის და მთელი წინა დღეების განმავლობაში ვსაუბრობდით.
რა თქმა უნდა არსებობს უამრავი ადამიანი, რომელიც მთელი ენთუზიაზმით, თავისი სამშობლოს სიყვარულით მათ შორის იბრძვის და ეს აბსოლუტურად სხვა თემაა, მაგრამ როდესაც ჩვენ ვამბობთ, - იცით რა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ერთი, სოფელ-სოფელ დადიან და აორგანიზებენ ადამიანების ომში წაყვანას და ამას უარყოფენ და ამის გადაფარვისათვის სხვა პიარ კამპანიებს აწარმოებენ, ეს არის ის ძალიან დიდი სიბინძურე, რომელსაც "ნაც.მოძრაობა" ამ ქვეყანაში აწარმოებს," - აცხადებს მდინარაძე.