26 აპრილი 2024,   08:57
ვრცლად
ყველა პირობაა შექმნილი, რომ პატიმარი სააკაშვილის უსაფრთხოება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული - ანრი ოხანაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უზრუნველყოფილია - აცხადებენ "ქართულ ოცნებაში"

ანრი ოხანაშვილის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას იღებს.

"პატიმარი სააკაშვილი იმყოფება სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებაში და ყველა პირობაა შექმნილი, რომ მისი უსაფრთხოება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული. ჰყავს ვიზიტორები, აკითხავენ თანაგუნდელები, ოჯახის წევრები, 24-საათიან რეჟიმში გაეწევა სამედიცინო მომსახურება, აქედან გამომდინარე ყველანაირი პირობაა უზრუნველყოფილი, რომ ის იყოს უსაფრთხოდ და მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული. დანარჩენი, ადამიანი თვითონ არის პასუხისმგებელი მის ქმედებებზე და შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადადგას მისივე ჯანმრთელობისთვის," - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა ანრი ოხანაშვილმა. 

დღის ამბები