14 ნოემბერი 2024,   21:16
ვრცლად
ვისაც ადარდებს სახელმწიფოს მომავალი და ასეთი ადამიანი ქვეყანაში აბსოლუტურ უმრავლესობაშია,  მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას - ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის საქმეზე

"ენმ"-ის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლებამ დროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გადაჰყავთ თუ არა მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.ნიკა მელია ამბობს იმასაც, რომ ყველა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი აღნიშნავს მიხეილ სააკავშილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. 

"ძალიან სწრაფად უნდა დასრულდეს სასამართლო პროცესები. ანუ, საკითხის განხილვა, გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ, იქ სადაც მთელი მსოფლიო მოუწოდებს თუ არ გადაჰყავთ, მარტივად და რაც შეიძლება სწრაფად. ღმერთმა არ ქნას და თუ მიხეილ სააკაშვილზე იტყვიან, რომ ჯანმრთელია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, არადა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი არ დარჩა, რომელიც საპირისპიროს არ ამტკიცებს. გამომდინარე აქედან ვისაც ადარდებს და ასეთი ადამიანია ქვეყანაში აბსოლუტურ უმრავლესობაშია, ადარდებს ამ ქვეყნის და სახელმწიფოს მომავალი მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას,"-აცხადებს ნიკა მელია. 

ინფორმაციისთვსი:მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს ხსდომა გადაიდო. მომდევნო სასამართლო სხდომა 14 დეკემბერს 11:00 გაიმართება. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის შუამდგომლობა დააყენეს.

ამ მიზეზით, აღნიშნულის ტექნიკურად უზრუნველყოფისთვის და ასევე იმის გამო, რომ მოსამართლეს საქმის მასალების გასაცნობად დრო სჭირდებოდა, სხდომა გადადო.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ სახალხო დამცველის მოსაზრებაც და ასევე, დამატებითი დოკუმენტები მიიღო, რის გაცნობასაც მისი განცხადებით, დრო სჭირდება.

დღის ამბები