სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, სასამართლო მიმართავს პენიტენციურ სამსახურს, რომ მოხდეს ექსპრეზიდენტის დისტანციურად ჩართვა მომდევნო სასამართლო სხდომაზე.
ხაჭაპურიძე ამბობს იმასაც, რომ სასამართლოს საქმის მასალების 6 ტომი წარუდგინეს.
"სასამართლომ ფაქტობრივად იმსჯელა ამ საკითხთან დაკავშირებით და მზადყოფნა გამოთქვა. ასევე თქვა, რომ დაავალებდა პენიტენციურ სამსახურს, რომ ჩართონ მიხეილ სააკაშვილი, რადგან ტრანსპორტირება ვერ ხერხდება.
სასამართლოს მხრიდან ჩვენ ამაზე წინააღმდეგობა არ შეგხვედრია. რაც შეეხება ტექნიკურად, როგორ მოგვარდება ამისთვის 2 კალენდარული სამუშაო დღე ითხოვა. ჩვენ შევიტანეთ 6 ტომი საქმე, მეორე მხარესაც სჭირდება ბუნებრივია დრო ამის გასაცნობად და 2 დღიანი ვადა ითხოვეს. მტკიცებულებების წარდგენის ეტაპი პერმანენტულად გაგრძელდება,"-აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.
ინფორმაციისთვსი:მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს ხსდომა გადაიდო. მომდევნო სასამართლო სხდომა 14 დეკემბერს 11:00 გაიმართება. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის შუამდგომლობა დააყენეს.