14 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
თავიდან - ბოლომდე პროვოკაციაა, როცა ჩვენს გმირ ბიჭებზე ამბობენ, რომ თურმე ვინმე იქ ფულის გამო მიდის - ლევან ხაბეიშვილი

სოციალურ ქსელში, გვერდ "სინამდვილეში" მამუკა მდინარაძისა და უკრაინაში მებრძოლი ქართველის სატელეფონო მიმოწერის სქრინები გამოქვეყნდა. "ფესიბუკ" გვერდზე წერია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დავალებით, ამავე პარტიის აქტივისტმა, გიორგი ფარცვანიამ მამუკა მდინარაძისთვის პროვოკაციის მოწყობა სცადა. 

თემაზე შეფასებებს პოლიტიკოსები აკეთებენ. "ნაციონალური მოძრაობა" ოპონენტებს ბრალდებებს უყენებს და ამბობს, რომ ეს ხელისუფლების პროპაგანდის ნაწილია. 

"სამხედროს, რომელიც იბრძვის იგივე მამუკა მდინარაძისა და ასევე სხვების თავისუფლებისთვის, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის, გუშინ სწორედ მამუკა მდინარაძემ მიაყენა შეურაცხყოფა მთელს ჯარს, ქართულ არმიას, ამის შემდეგ თუ რომელიღაცა ქართველი მებრძოლიგმირი მას უპასუხებდა, რატომ არის გასაკვირი,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია. 

იმავეს ფიქრობს ლევან ხაბეიშვილი და პროვოკაციაში მმართველი გუნდის წევრებს ადანაშაულებს. 

"თავიდან ბოლომდე პროვოკაციაა მდინარაძე - კობახიძე, როცა ჩვენს გმირ ბიჭებზე ამბობენ, რომ თურმე ვინმე იქ ფულის გამო მიდის და წირავს სიცოცხლეს,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი ლევან ხაბეიშვილი. 

დღის ამბები