ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა, მუდმივმა წარმომადგენელმა თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტ კლერ მალაურისთან.
თამარ ტალიაშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქართული სამართლებრივი სისტემის განვითარების კუთხით ვენეციის კომისიასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პარლამენტში ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით უკვე მიღწეულ შედეგებს, განხორციელებულ საკანონმდებლო რეფორმებსა და მიმდინარე სამუშაოს.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა დაადასტურა საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა და მიესალმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში ვენეციის კომისიასთან არსებულ აქტიურ თანამშრომლობას.
თამარ ტალიაშვილმა მიულოცა კლერ მალაურის პოსტზე დანიშვნა, უსურვა მას წარმატებები და მომდევნო წელს ვიზიტით საქართველოში მოიწვია