14 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
უკრაინაში საშინელი ომია, რომელიც შეიძლება რუსეთსა და ნატოს შორის ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს - იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი შესაძლოა რუსეთსა და ნატოს შორის ომში გადაიზარდოს.

"ახლა ნორვეგიისთვის, ისევე როგორც მთელი ევროპისთვის გადამწყვეტი დროა. საქმე თუ არასწორი მიმართულებით წავიდა, მაშინ ის შეიძლება საშინლად განვითარდეს. უკრაინაში საშინელი ომია, რომელიც შეიძლება რუსეთსა და ნატოს შორის ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს.

ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ, რომ ასეთი რამ თავიდან ავირიდოთ. ყველასი მესმის, ვინც უკრაინის მხარდაჭერით დაიღალა. ისევე როგორც მესმის ყველა მათგანის, ვინც ფიქრობს, რომ პროდუქტების და ელექტროენერგიის ფასი მაღალ ნიშნულზეა, მაგრამ ჩვენ გაცილებით მაღალი ფასი უნდა გადავიხადოთ, თუკი ჩვენს თავისუფლებას და მშვიდობას, უკრაინაში პუტინის გამარჯვებით, საფრთხე დაემუქრება," - აცხადებს სტოლტენბერგი. 

დღის ამბები