14 ნოემბერი 2024,   21:20
ვრცლად
ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ახალი ლიტერატურული პრემია "ანას" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ახალი ლიტერატურული პრემია "ანას" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ლიტერატურული პრემია "ანას" მიზანია ქალი ავტორებისა და მთარგმნელების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. სამ ნომინაციაში გამოვლენილ თითოეულ გამარჯვებულს პრემიები გადაეცა.

"კულტურის სამინისტრომ დააფუძნა პირველად 2022 წელს ლიტერატურული კონკურსი „ანა და დღეს ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა დაგვეჯილდოებინა გამარჯვებულები.

ყველა იმ მწერალ ქალს, რომელიც თბილისსა თუ რეგიონებში, სოფლებსა თუ დაბებში წერს და ქმნის, რომ მათთვისაც არის ჩვენი ეს თუ სხვა ნებისმიერი წამოწყება, რასაც ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები