14 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
ერდოღანმა პრეზიდენტად კენჭი, შესაძლოა, კიდევ ერთხელ იყაროს

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ იყაროს კენჭი, თუმცა ამჯერად ბოლოჯერ. როგორც საერთაშორისო მედია წერს, მან ამის შესახებ მინიშნება ქალაქ სამსუნში, სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

"იმედია, 2023 წელს ჩვენ დავიწყებთ თურქული საუკუნის მშენებლობას იმ ძალით, რომელსაც ბოლოჯერ მივიღებთ ჩვენი ერისგან" - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანი პრეზიდენტად 2014 წელს აირჩიეს. მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები კი თურქეთში მომავალ წელს გაიმართება.


დღის ამბები