ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ევა კაილის მანდატი შეუჩერა. ვიცე-პრეზიდენტთან დაკავშირებული ბრალდებების გამო, რობერტა მეცოლამ გადაწყვიტა დაუყოვნებლივ შეაჩეროს ყველა უფლებამოსილება, რომელიც ევა კაილის ჰქონდა, როგორც ვიცე-სპიკერს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ანტიკორუფციულ გამოძიებაში ფიგურირებს, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება.