"როდესაც შენს ღირსებას ეხებიან და როდესაც თმენის ვალდებულების მიღმა არის შენი ოჯახი, შენი პირადი ღირსება, ძალიან რთულია რომ უპასუხოდ დატოვო, მითუმეტეს ისეთი ადამიანის თავდასხმები, რომელიც ამ შემთხვევაში სპეციალურად შეარჩიეს" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა უკრაინაში მყოფი მებრძოლის გიორგი ფარცვანიას მიმოწერას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძესთან. მისი თქმით, ეს ადამიანი გამოიყენეს იმისთვის, რომ ამორალურად თავს დასხმოდა მამუკა მდინარაძეს.
„ეს ადამიანი გამოიყენეს იმისთვის, რომ ასე ამორალურად, ღირსების შელახვით თავს დასხმოდა ჩვენი გუნდის ერთერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს. რა თქმა უნდა, როდესაც შენს ღირსებას ეხებიან და როდესაც თმენის ვალდებულების მიღმა არის შენი ოჯახი, შენი პირადი ღირსება, აქ ძალიან რთულია რომ უპასუხოდ დატოვო მითუმეტეს ისეთი ადამიანის თავდასხმები, რომელიც ამ შემთხვევაში სპეციალურად შეარჩიეს“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.